ჩვენზე

 Georgian Global Forwarding LLC. დაარსდა 2007 წელს, საქართველოში, ქალაქ თბილისში როგორც სატვირთო საექსპედიტორო კომპანია. იგი დაარსდა ძირითადათ როგორც ოჯახის ბიზნესი და აქვს მსგავსი მუშაობის ეთიკა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა ნავთობ კომპანიებთან მუშაობის შედეგად, გამოვიმუშავეთ და შევიძინეთ გამოცდილება მძიმე-გაბარიტიანი ხელსაწყოების და ტექნიკის გადაზიდვაში. წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ როგორც სტანდარტული ტვირთების ტრანსპორტირება, ასევე სატვირთო პროექტები ისეთ დიდ კომპანიებთან როგორებიც არიან "შლუმბერჟე", "სიმენსი", "საიპემი" და სხვა.

 

ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პარტნიორობა და კონტაქტები ევროპულ საინჟინრო ჯგუფთან, რომელსაც ვიყენებთ სხვადასხვა პროექტების შესასრულებლად. ფართო-მასშტაბიანი  კავშირით ევროპაში და რუსეთში, ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული, არაგაბარიტული და მძიმე გაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას.